GD Banner
ხელოვნება და კულტურა

მომღერალი მედეა ამირანაშვილი გარდაიცვალა

თბილისში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი , ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, პროფესორი მედეა ამირანაშვილი.

ინფორმაციას მისი ქალიშვილი, მომღერალი მარინა ფარულავა ადასტურებს.

მედეა ამირანაშვილი ცნობილი მომღერლის, პეტრე ამირანაშვილის შვილი იყო. ის ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი, მარიხი(ზ. ფალიაშვილის “დაისი”, “აბესალომ და ეთერი”), ლელა(რ. ლაღიძის “ლელა”), ტატიანა(პ. ჩაიკოვსკის “ევგენი ონეგინი”), ზემფირა (რახმანინოვის “ალეკო”), ბატერფლაი, მიმი(პუჩინის “ჩიო–ჩიო–სანი”, “ბოჰემა”), ლეონორა, ვიოლეტა(ვერდის “ტრუბადური”, “ტრავიატა”), ელზა(ვაგნერის “ლოენგრინი”); 

ფილმებში “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, “ჭრიჭინა” ახმოვანებდა ეთერს, მაროს და ჭრიჭინას; მისთვის დამახასიათებელი იყო ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონი, შინაგანი ექსპრესია და შემოქმედებითი დისციპლინა; 1981 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1991 წლიდან ქ. ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. მედეა ამირანაშვილის შემოქმედებამ ფართო აღიარება მოიპოვა უცხოეთშიც.

2016 წელს მედეა ამირანაშვილს ოპერის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი პრიმადონა, ლეგენდარული მარია კალასის გარდაცვალების დღეს, 2 დეკემბერს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,730 ნახვა