GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – იყიდიან სასტვენებს, დალევენ ყავას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო, საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ ქვეყანას გამოუთხრის ძირს „ენჯეოების“ ის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებდა

იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან „ფოვერ ფოინთ“ პრეზენტაციას, იტყვიან, რომ უყვართ ევროპა და საქართველო. საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრის ძირს „ენჯეოების“ ის ნაწილი, რომელიც ამას აკეთებდა, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდებოდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კიდევ ერთხელ ნახავს მოსახლეობა, რაში იფლანგება უცხოური გრანტები, რაზეც შემდეგ სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ საქართველოს ფულის მისცეს და რაში გამოიყენეს ეს თანხა.

„ასეთ რაღაცებში ფლანგავენ. იყიდიან დროშებს, სასტვენებს, დალევენ ყავას, გაშლიან „პოვერ პოინთ“ პრეზენტაციას, იტყვიან რომ უყვართ ევროპა და საქართველო და საქმე საქმეზე რომ მიდგება, კვლავ საქართველოს გამოუთხრიან ძირს ის ნაწილი „ენჯეოებისა“, რომლებიც ამას აკეთებდნენ. გაგახსენებთ, რა გააკეთა „ენჯეოების“ ნაწილმა – აბულიგებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ არ აგვერჩია სახალხო დამცველი და ჩაგვეგდო ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება. ისინი აქციას აწყობდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტს გადაეყენებინა საქართველოს მთავრობა და ამ მდიდარ „ენჯეოებს“ ჰქონოდათ ვეტოს უფლება ახალი მთავრობის დაკომპლექტებაში. ეს „ენჯეოები“ წერდნენ სტატიებს. სამი კვირით ადრე, ვიდრე იქნებოდა ევროკომისიის რეკომენდაცია, „გრასის“ დამფუძნებელმა, სერგი კაპანაძემ დაწერა სტატია, რომელიც არის ლიდერი მდიდარი „ენჯეოების“ კლანისა, სადაც ის ამბობდა, რომ არ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უნდა გადაუვადდეს ეს და პირობად უნდა წააყენოს მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა და სანქციების დაწესება რუსეთისთვის. „ენჯეო“ კლანი, რომელიც არსებობს რამდენიმე მდიდარი „ენჯეოს“ სახით და „გრასის“ თამადობით, პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველომ საკუთარ ფეხში ისროლოს, ჩააგდოს საქართველო ეკონომიკურ კოლაფსში და სამხედრო დაპირისპირების წინაშე. როდესაც ასეთ „ენჯეოებთან“ გვაქვს საქმე, რომლებიც 100%-იანი უცხოური დაფინანსებით არიან, მათ შორის, ფარული დაფინანსებით, ზოგიერთი ფონდების ყალბი სქემების მეშვეობით, ასეთ აქციებს ფარსის სახე თუ ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,135 ნახვა