„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის არც მელია, არც ხაბეიშვილი, სახელები და გვარები, მათი პრობლემა არის ის, რომ ეს ორგანიზაცია არ არის საქართველოს ინტერესებზე ორიენტირებული პარტია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სხვების კარნახით მოქმედებენ.
„„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ დამოუკიდებელი მოქმედების არეალი, მოქმედებენ სხვისი კარნახით, არათუ ქართველი ხალხის ინტერესების საფუძველზე, არამედ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ეს არის პრობლემა. ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, როგორი სტრუქტურა ექნებათ, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვიდრე მათი ლიდერი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში ასარევად. ასეთ ორგანიზაციასთან გვაქვს საქმე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როცა ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.