სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. N13-ის მიმდებარედ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, ბერი გაბრიელ სალოსისა და ხმელნიცკის ქუჩებს, ქინძმარაულის ქუჩას შესახვევებითა და ჩიხებით, გორგასლის ქუჩის, რუსთავის გზატკეცილისა და მოსკოვის გამზირის ნაწილს, წმინდა ბარბარესა და ლითონ კონსტრუქციების დასახლებებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ ჯივიპიში.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge