GD Banner
პოლიტიკა

რადიკალურმა ოპოზიციამ ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა სცადა – არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობის კრიტიკაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალზე ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა. 

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შეფასება მანიპულაციის მცდელობაა.

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობის, მაგრამ არც ეს გამოუვიდა, რადგან მთელმა საზოგადოებამ ნახა საერთაშორისო მედიაში, რომ ეუთოს მინისტერიალზე საერთაშორისო საზოგადოება თითქმის სრულად არის წარმოდგენილი. საერთაშორისო პოლიტიკისგან შორს იყო ეს განცხადებები, რაც მოვისმინეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ეს იყო, უბრალოდ, პოპულიზმი და მანიპულაციის მცდელობა საზოგადოებრივ აზრზე“, – აცხადებს თალაკვაძე. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა