პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალზე ოპოზიციის მხრიდან საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შეფასება მანიპულაციის მცდელობაა.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობის, მაგრამ არც ეს გამოუვიდა, რადგან მთელმა საზოგადოებამ ნახა საერთაშორისო მედიაში, რომ ეუთოს მინისტერიალზე საერთაშორისო საზოგადოება თითქმის სრულად არის წარმოდგენილი. საერთაშორისო პოლიტიკისგან შორს იყო ეს განცხადებები, რაც მოვისმინეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ეს იყო, უბრალოდ, პოპულიზმი და მანიპულაციის მცდელობა საზოგადოებრივ აზრზე“, – აცხადებს თალაკვაძე.
Facebook Comments Box