GD Banner
უცხოური მედია

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა გადაჭრის მარტო

მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ პირველ მინისტერიალს, რომელიც 2019 წლის პანდემიით გამოწვეული ვირტუალური შეხვედრების შემდეგ პირველია. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას წლევანდელი მინისტერიალის მასპინძლობისთვის. ჩვენი კონფერენციის თემა მეტად აქტუალურია, რადგან რეგიონი დგას განვითარების გადაუდებელი გამოწვევების წინაშე, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა გადაჭრის მარტო,- ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მზარდი გაურკვევლობის წინაშე ვიმყოფებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო. შედეგად ენერგეტიკასა და სურსათის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება. ამასთანავე იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები. ჩვენ ასევე კლიმატური შოკების უფრო ხშირი და ინტენსიური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონული პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვებით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობასა და ზოგადად არსებობას“, – აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. მინისტერიალს ესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა