ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოფო ჭყონიას პოსტს, სადაც ის საზოგადოებას უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის დახმარებისკენ მოუწოდებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული ფეისბუქ-პოსტი ერთის მხრივ ხაზს უსვამს, რომ ჭყონია მეცენატი არ არის, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს უკრაინის მძიმე მდგომარეობაზე, ვინაიდან ქვეყანას 12 000 დოლარიანი ტექნიკის ყიდვა არ შეუძლია.
“ერთი მხრივ, ჭყონიას ეს ფეისბუქ პოსტი ნათლად აჩვენებს, რომ არათუ მეცენატი არ არის, როგორადაც გარკვეულ ძალებს უნდათ გაასაღონ, არამედ მამამისივით ჩვეულებრივი “ჟმოტი” და ვაჭრუკანაა. მეორე მხრივ კი ცხადი ხდება, რომ უკრაინა სამწუხაროდ უმძიმეს მდგომარეობაშია. ომში მყოფ ქვეყანას რომ 12 ათას დოლარიანი ტექნიკის შესყიდვა არ შეუძლია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.” – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.