აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, რომელიც ბაქოში უნდა გამართულიყო მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.
აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს, რომ “საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში”.
საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.
Facebook Comments Box