საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რუმინეთის მხარდაჭერას და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ.