GD Banner
პოლიტიკა

აზერბაიჯანული მედია: ბაქოში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა, რომელიც ბაქოში უნდა გამართულიყო მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს განუცხადეს, რომ “საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში”.

საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა