GD Banner
საზოგადოება

ირმა ზავრადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს“ პროექტი დატოვეთ – კბილები დააძვრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ

ჯანდაცვის მიმართულებით ხელისუფლებამ რევოლუციური ცვლილებები განახორციელა. ამის დასტურად საკმარისია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს შეფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ჰანს კლუგეს ციტატა მოიყვანა, სადაც ნათქვამია: პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია, DRG-ის დანერგვით, მედიკამენტების რეფერენტული ფასებით და ონკოლოგიური პრეპარატების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ასახავს იმ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისაკენ. ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე.

დეპუტატმა ასევე იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის მიმართულებით ახორციელებს და რომელიც 2024 წლისთვისაა დაგეგმილი. მისი თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 1 მილიონით გაიზარდა და 7 მლნ 800 ათასი ლარი გახდა. მანვე აღნიშნა, რომ 3000-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა რეფერენტული ფასი, ეს სია ეტაპობრივად გაიზრდება და მოსახლეობას დანახარჯს შეუმცირებს, ინოვაციური მედიკამენტების შეძენის მიზნით 11 მლნ ლარის კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიური პაციენტების თარგეტული მეთოდებით მკურნალობის სრულ დაფინანსებას.

„2024 წლიდან ონკოლოგიური მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის შექმნისთვის პირველადი დიაგნოსტიკის დაფინანსება გახდება პროგრამული, რაც უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას ადრეულ სტადიაზე. ონკოლოგიური ქირურგია საქართველოში ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი შემოსავლებისა, გახდება უფასო.

მომავალი წლიდან პენსიონერები უფასოდ მიიღებენ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს, ასევე მშობიარობა და საკეისრო კვეთა, პალატის, კვების, მედიკამენტების ანაზღაურებით იქნება უფასო.

დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესების და ოჯახის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა და წინა ხელისუფლების პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ გაიხსენა.

„ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში „ღიმილიანი საქართველოს“ პროექტი დატოვეთ – კბილები დააძვრეთ ხალხს და მართლაც, გაღიმებულები დატოვეთ“, – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა