„ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ის არ ეყოფოდა, რომ პარტიას ერთმანეთში დაპირისპირების პრობლემა ჰქონდა, ახლა ის აქვთ გასარკვევი, მელია ოფიციალურად გარიცხული არის თუ – არა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება მათ 2024 წლის არჩევნებში ხელს შეუშლის.
„ან გარიცხულია მელია და რაღაც საშემოდგომო აქვს გამოყოლილი, როგორც ეს პირდაპირ ეთერში ხაბეიშვილმა თქვა, ან, ჯერ არ გაურიცხავთ და რაღაც ვადა მისცეს. ან ხაბეიშვილმა გარიცხა და ბარამიძემ ისევ დააბრუნა… ეს არის მათი დღის წესრიგი ახლა. კარგია, ასე გააგრძელონ და 2024 წლის არჩევნებისთვის თვითონ „ნაცმოძრაობას“ გარიცხავს ხალხი, ზოგადად, პოლიტიკიდან და ეს სწორი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Facebook Comments Box