GD Banner
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი-ჩვენი თვითმიზანი არ არის რომელიმე კავშირში გაწევრიანება, ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გაერთიანებაა და ყველა სხვა დანარჩენი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა

“ჯერ სტატუსიც არ მოუციათ ბოლომდე და უკვე ჩვენი ტერიტორიებით ვაჭრობენ! რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი განიხილავს ვერსიას, საქართველოს გაწევრიანება მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე!!!”- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ვინ მისცა უფლება ბრიუსელს, რომ ჩვენს გარეშე განიხილავს ნაწილ-ნაწილ მიღების საკითხს?!

“ჯერ სტატუსიც არ მოუციათ ბოლომდე და უკვე ჩვენი ტერიტორიებით ვაჭრობენ! რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში, ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირი განიხილავს ვერსიას, საქართველოს გაწევრიანება მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე!!! პერიოდულად ხდებოდა ამ ანტიქართული და მოღალატეობრივი იდეის შემოგდება და ყოველთვის ცხადი იყო, რომ ეს არ ეკუთვნოდა ფადი ასლის ან სხვა გამხმოვანებლებს, არამედ ის უფრო შორიდან მოდიოდა. ვინ მისცა უფლება ბრიუსელს, რომ ჩვენს გარეშე განიხილავს ნაწილ-ნაწილ მიღების საკითხს?! სანამ ამას განიხილავდეთ და მითუმეტეს გაახმოვანდებდეთ იქნებ საქართველოსთვის გეკითხათ და მერწმუნეთ ისეთ პასუხს მიიღებდით, მეორეჯერ გაფიქრებაც აღარ მოგინდებოდათ!!! ჩვენი თვითმიზანი არ არის რომელიმე კავშირში გაწევრიანება, ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გაერთიანებაა და ყველა სხვა დანარჩენი ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა! თუ მსგავსი შეურაცხმყოფელი შეთავაზება რეალურად დადგება, ეს იქნება ვითარება, როდესაც თავად ევროკავშირს სურს პროცესის ჩაგდება, მაგრამ ისე, რომ უარის თქმა საქართველოს მოუწიოს და ჩაგდებაც მას დაბრალდეს”- წერს ვატო შაქარიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,096 ნახვა