GD Banner
საზოგადოება

ამოქმედდა რეგულაცია: თუ ღია სივრცეში ძაღლს ალიკაპის ან საბმელის გარეშე გაიყვანთ, 150 ლარით დაჯარიმდებით

ამოქ­მედ­და ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად ძაღ­ლის ღია სივ­რცე­ში სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყო­ლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცია ძა­ლა­ში 22 ნო­ემ­ბრი­დან შე­ვი­და.

“ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხო­ვე­ლე­ბის (ძაღ­ლე­ბის, კა­ტე­ბის) მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2015 წლის 6 აპ­რი­ლის N7-28 დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე” – ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბა­ში.

შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს და პარ­ლა­მენ­ტმა 76-ხმით, ერ­თხმად მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა.

მი­ღე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, ძაღ­ლის სა­ბე­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ქა­ლა­ქის ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში ყოლა (გარ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლე­ბი­სა), გაფრ­თხი­ლე­ბის ან 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­იწ­ვევს მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით (ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა).

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თვით­მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნოს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით წვრილ­ფე­ხა და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად 20 ლა­რი­სა.

ბულ­ვარ­ში, პარკში, სკვერ­ში ან პლაჟ­ზე წვრილ­ფე­ხა ან/და მსხვილ­ფე­ხა პი­რუ­ტყვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა – გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად არ­სე­ბუ­ლი 50 ლა­რი­სა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა