მე გახლავართ კიევში, აქედან გერთვებით, თუმცა, მინდა გითხრათ, დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე არ მივიდოდი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა. ნაყოფიას თქმით, მას განსხვავებული მოსაზრებები გააჩნია, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მანიფესტთან დაკავშირებით, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე მიიღო. “არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კიევში ვარ თუ იქ ვარ, მე ნამდვილად არ მივიდოდი ამ ღონისძიებაზე, რადგან გამაჩნია განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის, ამ მანიფესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შინაარსს, სადაც ზოგადად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაზეა საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ რეჟიმს ებრძვის დაეთანხმებოდა, მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად ვიქნებოდი, ამ დოკუმენტზე მომეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ყველა დებულებას, ყველა პუნქტს უნდა ეთანხმებოდე, რომ მოახდინო მისი მხარდაჭერა და ხელის მოწერა.” – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კობა ნაყოფია “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: დღეს თბილისში რომ ვყოფილიყავი, ამ ღონისძიებაზე არ მივიდოდი
Facebook Comments Box