GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სავარაუდოდ, პარლამენტში შემოვა ახალი კანონპროექტი ან არსებული გადაკეთდება სხვაგვარად ისე, რომ საბოლოო ჯამში, ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ დამზადდეს

სავარაუდოდ, პარლამენტში შემოვა ახალი კანონპროექტი ან არსებული გადაკეთდება სხვაგვარად ისე, რომ საბოლოო ჯამში, ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ დამზადდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.

„ან კანონპროექტს ვიღებთ იმ ვერსიით, რა ვერსიითაც არსებობს, ან იმას, რა შეთანხმებისკენაც მიდის პოლიტიკური სპექტრი. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის განხილვა ალბათ, შეჩერდება, შემოვა ახალი კანონპროექტი ან ეს კანონპროექტი გადაკეთდება სხვაგვარად ისე, რომ საბოლოო ჯამში, ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ დამზადდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების შემთხვევაში ხმის მიცემის უფლებას ეხება, მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის დღეს შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდი არაელექტრონული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემაზე ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაგრამ დაემატება ჩანაწერი, რითაც იურიდიულ ძალას დაკარგავს 2011 წლამდე გაცემული მოწმობები.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,135 ნახვა