GD Banner
პოლიტიკა

გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვივნენ

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (SEU) ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის წევრები სტუდენტებს, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეხვდნენ და მათ საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.

„შეხვედრაზე „საჯარო სამსახურის შესახებ’’ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონებში საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით განხორციელებული ცვლილებები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კი საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება.

საუბარი ასევე შეეხო განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი გია კავთელიშვილი.

კომიტეტის წევრების თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანია მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა