თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მათ მანიფესტზე მეც მოვუწერო ხელი და თან დიდი სიამოვნებით, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
„მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა ,,ოქტომბერმა“ უკვე დიდი ხანია ჩაიარა.
რაც შეეხება მანიფესტს, ის როგორც წესი რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით“, – წერს ბექა ოდიშარია.
23 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა.