GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე არც ერთი საკითხი არ განიხილება – უნდა იცოდეს აფხაზმაც და ოსმაც, დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, რომ ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე არც ერთი საკითხი არ განიხილება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ეს რამდენ ხანშიც არ უნდა მოხდეს, რომ ვერ გაბედოს მომდევნო ხელისუფალმაც კი ამაზე საუბარი და არა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე აღნიშნულით ფადი ასლის მიერ ახლახან სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებით გაკეთებულ ნარატივსაც გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად ვერ ბედავს საუბარს ამ თემაზე და სხვადასხვა პირის განცხადებით საზოგადოებაში ამ საკითხზე განწყობას ტესტავდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აღნიშნულის დატესტვა ხდებოდა სხვადასხვა საშუალებით: ხან რომელიმე სპიკერი „ჩაუფენდა“, რაღაცას იტყოდა, ხან რომელიმე ექსპერტს მესიჯს გამოატარებინებდნენ და ახლო სულ ბოლოს იყო ფადი ასლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ეს თითქოს, ასე უნდა მომხდარიყო. დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის ხარჯზე არც ერთი საკითხი არ განიხილება.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ეს რამდენ ხანშიც არ უნდა მოხდეს, ვერ გაბედოს მომდევნო ხელისუფალმაც კი ამაზე საუბარი და არა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი არის თავისი ტერიტორიები, მისი ხალხი და უნდა იცოდეს აფხაზმაც და ოსმაც, დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად, რომ ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ეს საკითხი არაფრის ხარჯზე და ფასად არ განიხილება, ვინც რაც არ უნდა თქვას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ფადი ასლის რადიკალური ნარატივი შემდეგში მდგომარეობდა – მან კითხვა დასვა: „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა