GD Banner
უცხოური მედია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება დღეს ამოქმედდება

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება ისრაელში დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 7 საათიდან ამოქმედდება, ტყვეების გაცვლის პროცესი კი, დღის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

ჰუმანიტარული პაუზა, შეთანხმების მიხედვით, 4 დღეს გაგრძელდება. ამავდროულად, ისრაელის არმიის თვითმფრინავები დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ღაზის სექტორში ფრენას შეაჩერებენ.

4-დღიანი ზავის პერიოდში, „ჰამასი“ 50 მძევალს, ისრაელი კი 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, ისრაელმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა, დღეს 39 ადამიანი გამოუშვას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,884,653 ნახვა