GD Banner
პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ილჰამ ალიევის მრჩეველი: USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს

USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ასევე მან ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი პოლიტიკურ კორუფციაში, აზერბაიჯანოფობიასა და თურქოფობიაში დაადანაშაულა.

„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო, აშშ აგრესორ ქვეყანას, სომხეთს უჭერდა მხარს. დღეს ეს პოლიტიკა გრძელდება. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის რანგში სამანტა პაუერმა ვერც ერთხელ გაბედა აზერბაიჯანელი ლტოლვილების და დევნილთა მდგომარეობაზე საუბარი და არ მოუთხოვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულება, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხეთის ოკუპაციის დაგმობაზე. ნიღბები ჩამოხსნილია. USAID-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს“, – წერს ჰაჯიევი X-ზე.

Mask Off! There is no place for USAID operation in Azerbaijan any longer!,” the statement said

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა