დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ფინალს საკუთარ მოედანზე ითამაშებს.
პლეიოფის ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს გაიმართება. საქართველო ლუქსემბურგს, საბერძნეთი კი ყაზახეთს უმასპინძლებს. პლეიოფის ფინალი 26 მარტს ჩატარდება.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისი-14 ივლისს გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.
Facebook Comments Box