GD Banner
პოლიტიკა

ე.წ. სამხრეთ ოსეთი (საქართველო) – რუსეთის საზღვარზე გაფიცვის გამო ცხინვალი შეიძლება სურსათის და მედიკამენტების გარეშე დარჩეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე (საქართველო-რუსეთის საზღვარზე), ზარამაგის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბროკერების გაფიცვის გამო, რომლებიც საბაჟო საბუთებს აფორმებენ, ოკუპირებული რეგიონი შეიძლება სურსათისა და მედიკამენტების გარეშე დარჩეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„23 ნოემბრიდან 15 დღით ვწყვეტთ სამხრეთ ოსეთში შესატანი ტვირთების გაფორმებას ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოდან ადმინისტრაციული ზეწოლის გამო“. ერთ-ერთი ბროკერის ამ განცხადებას ოსი ბიზნესმენები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.

ბროკერები ამბობენ, რომ ახალი წესების მიხედვით თითოეულ ტვირთს ახლა ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველო ამოწმებს, რაც ბროკერებისთვის მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ ვიდრე ეს საკითხი არ მოგვარდება, ცხინვალის მიმართულებით არც ერთი ტვირთის გაფორმება არ მოხდება.

ასევე ოქტომბრიდან რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესატან ტვირთებზე საბაჟო გადასახადი დააწესა. ბროკერები იმედოვნებენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სთხოვს რუსეთს, რომ ეს გადასახადები გააუქმოს.

არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას უკვე მიაწოდეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა