GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მრგვალი თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 20 წლისთავი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი 2003 წლის რევოლუციიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მრგვალი თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 20 წლისთავი. ნაცსექტას ახასიათებს “თავმდაბლობა” და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ “საგმირო” ქმედებებს. ვერც მე ვერ გავიხსენებ ყველაფერს, ამიტომ რაც მეხსიერებაში მაქვს მყარად ჩაბეჭდილი იმას შემოგთავაზებთ:

2004 წლის მარტში, მოსკოვიდან სააკაშვილის დაბრუნებისთანავე ეროვნული სახელმწიფო უშიშროების აკადემიის გაუქმება და სპეცსამსახურების სისტემაში პროფესიონალების „ვარდოსანი რევოლუციონერებით” ჩანაცვლების პროცესი;

2004 წლის ზაფხულში თბილისში ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცხინვალის რეგიონზე განხორციელებული სამხედრო-პოლიციური „ბლიც-კრიგი”, სამაჩაბლოს დე-ფაქტო რეინტეგრაციული პროცესის ჩამოშლა, რეგიონში რუსი „მშვიდობისმყოფელის” შეყვანა, მსხვერპლი, ქართველი პოლიციელების დამცირება;

2005 წლის თებერვალი – პრემიერ-მინისტრ ჟვანიას „გაზით გაგუდვა”;

2006 წლის გაზაფხული – „ციხის ბუნტის” იმიტირება, უამრავი მოკლული და დასახიჩრებული;

2006 წლის ზაფხული, კოდორის პროვოკაცია – რეგიონის სეპარატისტული აფხაზეთისთვის გადასაცემად მოსამზადებელი პერიოდი;

2006 წლის შემოდგომა, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტაციის პროვოცირება, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია;

მანამდე – ბუტა რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და სხვა ათობით მსხვერპლი;

2007 წლის შემოდგომა – საპროტესტო სამშვიდობო აქციების უსასტიკესი დარბევა, ტელეკომპანია “იმედის” შტურმით აღება და მისი კრიმინალური მითვისება;

2007 წელი – საბჭოთა „სამხრეთ ოსეთის’ რეანიმირება, თავისი სსრკ-ს დროინდელი რუქებით და ტოპონიმიკით;

2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბება;

2008 წლის აგვისტო, რუსეთის სამხედრო პროვოკაციაზე მიზანმიმართული წამოგება, საკუთარ ტერიტორიაზე ომის წამოწყებაში აღიარებითი ჩვენება, მსხვერპლი, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციისთვის ხელშეწყობა;

2009 წელი – „მუხროვანის ამბოხის” ინსპირირება, უამრავი ოფიცრის დაპატიმრება; 2009 წელი – წაგებულ ომში კონტრიბუციის სახით რუსეთისთვის უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური და ობიექტის გადაცემა;

ოუპანტ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მისაღებად ხმის მიცემა;

ოკუპანტ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება; 2011 წელი – „ჯაშუშების საქმის” („ენვერი”) ინსპირირება: დაჭერილი, ნაწამები და დახოცილი ქართველი ოფიცრები;

2011 წელი – „ფოტოგრაფების საქმის” ინსპირირება;

შუალედებში – უამრავი ნაწამები, დაჭერილი, „გაქათამებული” და ჩახოცილი ჩვენი მოქალაქე;

რეჟიმის მთელი მოქმედების პერიოდში – ბიზნეს-რეკეტი, რეიდერული თავდასხმები, „ახევები”, „გადაფორმებები”;

რეჟიმის მთელი მმართველობის პერიოდში – სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოგულავე, განათლება-მიღებული, მფლანგველი, მოგზაური კრიმინალური კლანი;

ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის დარღვევა, სტრასბურგის სასამართლოში უპრეცედენტო რაოდენობის საქმეების განხილვა. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ ამ ჩამოთვლილიდან გამომდინარეც – ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას…”, – წერს ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა