საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც ალასანია გახლეჩილ და გაყოფილ საქართველოზე საუბრობს, წერს, რომ “საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ”.
“საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამის თქმა აქამდე არავის გაუბედავს და ესეც მოვისმინეთ… თუმცა, გაყოფილი, გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საქართველო რომ ენატრებათ, ეს ხომ ერთი უბედურებაა, მაგრამ ვინც ასეთი მსოფლმხედველობის ადამიანებთან ერთიანობისკენ მოწოდებებით პრანჭიკელაობს, იმას ევროპა კი არა ქვეყნის დაქცევა უნდა!”- წერს ვასილ მაღლაფერიძე.
Facebook Comments Box