GD Banner
პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რა პოზიცია ექნება 15 დეკემბერს ხორვატიას. მათი გამოცდილება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხორვატია ბოლოს გახდა ევროკავშირის წევრი

ჩვენ ვიცით, ხორვატიის პოზიცია რა იქნება 15 დეკემბერს. გარდა ამისა, ხორვატიის გამოცდილება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლოს გახდა ევროკავშირის წევრი და ძალიან ახალია ის გამოცდილება, რაც მათ აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიაში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ხორვატიის გამოცდილების გაზიარება.

„ამ შემთხვევაშიც ხორვატია იქნება ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს, როგორც ჩვენი კოლეგა პარლამენტარები გვეუბნებიან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან საჯაროდ იქნა გაჟღერებული, მათ შორის, პარლამენტში სტუმრობის დროსაც და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, ხორვატიის პოზიცია რა იქნება 15 დეკემბერს. გარდა ამისა, ხორვატიის გამოცდილება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლოს გახდა ევროკავშირის წევრი და ძალიან ახალია ის გამოცდილება, რაც მათ აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენ შარშან გავაფორმეთ მემორანდუმი ხორვატიის ევროპის კომიტეტთან პარლამენტში და ვთანამშრომლობთ ამ მემორანდუმის ფარგლებში. ხდება ვიზიტების გაცვლა, მათ შორის, სექტორული თანამშრომლობის კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი მიმართულების პროცესი, ის მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის ტრანსფორმაციას და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხორვატიის გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებებით გვექნება შეხვედრები. ეს არის ერთი ნაწილი ამ ვიზიტის და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ, პირველ რიგში, 15 დეკემბერს იყოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფილი საბჭოს მხრიდან, ხოლო ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის პროცესში მივიღოთ ის მხარდაჭერა და დახმარება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა