GD Banner
უცხოური მედია

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ღაზაში, მეჩეთის ქვეშ აღმოჩენილია ქარხანა, რომელშიც აწარმოებდნენ იარაღსა და უპილოტო საფრენ ხომალდებს

ისრაელის ძალებმა ღაზაში მდებარე მეჩეთის ქვეშ აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს, – ამის შეახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

„188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საფრენ აპარატებს. მინდა, კარგად გაიაზროთ – ზაიტუნის მიდამოში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში და ჩაატარეს ჩხრეკა. ისრაელის საბრძოლო საინჟინრო კორპუსის ქვედანაყოფის განყოფილების ჯარისკაცებთან თანამშრომლობით აღმოვაჩინეთ მიწისქვეშ გვირაბი, სადაც რაკეტების საწარმო სახელოსნო მდებარეობდა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.

ამასთან, ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია იარაღის ლაბორატორია, რომელიც მდებარეობდა მეჩეთის ქვეშ ღაზის ქალაქ ზაიტუნის რაიონში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა