GD Banner
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი თემურ ალასანიას – ის დრო, დიდი ხანია დამთავრდა ბიძია თემურ, თქვენი ბრძანებით, როცა ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა, ჩვენ ქვეყანას ცეცხლს ვეღარ მოუკიდებთ!

დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! – წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მიერ აშშ-ში ემიგრანტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების თაობაზე.

შაქარიშვილის თქმით, ის დრო დასრულდა, როდესაც თემურ ალასანიას ბრძანებით ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა.

„წელიწადზე მეტია, მთელი ოპოზიცია თავის საგარეო პატრონებიანად ჯიუტად ამტკიცებს, რომ ბუნებაში არ არსებობს საქართველოს ომში ჩართვის სურვილი და გეგმა. დღეს, ნაც-მოძრაობის მთავარმა იდეოლოგმა და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა მტერმა, თემურ ალასანიამ საკუთარი პირით დაადასტურა, რომ მათ სურთ ომი და ბოღმისგან სკდებიან იმის გამო, რომ საქართველო უარს ამბობს ომის სცენარზე! თურმე უკვირს 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიის შემოქმედს, რატომ ვამბობთ უარს ჩვენს ძმებთან ომზე და რატომ ვირჩევთ მშვიდობას… რატომაც არა, კიდევ ერთხელ იომონ ერთმანეთში, დაიხოცოს ახალგაზრდობა, დაინგრეს ქვეყანა… თვითონ მილიარდებს ხო იშოვნიან, უფროსების დავალებას რომ შეასრულებენ ხომ დაჯილდოვდებიან..?! შესაძლოა ძალაუფლებაც დაიბრუნონ… მერე რა, რომ მიწასთან გასწორებული და სისხლით მორწყული იქნება… მთავარია, რომ მათი იქნება… ის დრო, დიდი ხანია დამთავრდა ბიძია თემურ, თქვენი ბრძანებით, როცა ხდებოდა საქართველოს ომში ჩართვა! ჩვენ ქვეყანას ცეცხლს ვეღარ მოუკიდებთ!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,826 ნახვა