GD Banner
საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით უფალო შემიწყალე თქვას და საღამოს – სალომე შემიწყალე

„სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს აყენებდა შეურაცხყოფას და აზიანებდა სახელმწიფოს“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ სააკაშვილის შეიწყალებს, ისიც „ვივამედში“ დაჯდება სააკაშვილთან ერთად.

„სალომე ზურაბიშვილს ჩვენ ვაკრიტიკებდით იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის ინსტიტუტს აყენებდა შეურაცხყოფას და აზიანებდა სახელმწიფოს. ამიტომ ვაკრიტიკებდით და არა პიროვნულად. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილის შეწყალებაზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ფორმალურად პრეზიდენტის უფლებებზე შეწყალებასთან დაკავშირებით, არამედ პიროვნულად.

არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ თეორიულად დავუშვებთ იმას, რომ ის შეიწყალებს, ისიც ვივამედში დაჯდება სააკაშვილთან ერთად როგორც მინიმუმ, იმიტომ, რომ საერთაშორისო და ქართულმა სასამართლომ აღიარა, რომ სააკაშვილმა შექმნა დამნაშავე რეჟიმი. პირდაპირ წერია საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომ გაოგნებულია იმ ქმედებებით, რა ქმედებებითაც მოსპო სხვისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ქონება იმ რეჟიმმა, რა რეჟიმსაც ხელმძღვანელობდა სააკაშვილი. ეს არა მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაა, არამედ საერთაშორისო სასამართლოსი.

სამწუხაროდ, ათასობით ოჯახია გაუბედურებული. ახლა რომ ეუბნება პრეზიდენტს მამა დაუბრუნე შვილებსო, მამა ცოცხლად ენატრებოდათ შვილებს, ზოგს მამა მოუკლა, ზოგს დაუხვრიტა და ა.შ. იქ კი არ იყვნენ გამოკეტილი ოროთახიან ლუქსში. ეს სააკაშვილს შეუძლია, როცა დასჭირდება დილით უფალო შემიწყალე და საღამოს – სალომე შემიწყალე თქვას. არიან ადამიანები, რომელთაც ღირსება ჰქონდათ და ეს ღირსებაც წაართვა. ამ ყველაფერს თუ თავის თავზე აიღებს ზურაბიშვილი – ეს მისი საქმეა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,144 ნახვა