GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გურიის მხარეში დასრულდა. ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი უხელმძღვანელებს; ოზურგეთის ორგანიზაციას – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია; ჩოხატაურის ორგანიზაციას – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე.

21 ნოემბერს, კონფერენციები ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში გაიმართება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა