რუსეთის ფედერაცია ზამთრის დადგომამდე ფრთოსან რაკეტებს ამარაგებს, რათა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება სცადოს. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა იუწყება. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
რუსეთმა ამ შეტევებისთვის მზადება უკვე დაიწყო, კერძოდ მან 18-19 ნოემბერს Shahed-ის ტიპის 50-მდე დრონი-კამიკაძე გაუშვა, პირველ რიგში კიევის მიმართულებით. მათი გაშვება კურსკის და კრასნოდარის მხრიდან მოხდა.
„რუსეთის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესუსტება, რათა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ზამთრის პერიოდში უფრო ეფექტიანად შეუტიოს“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი საჰაერო ბაზირების ფრთოსან რაკეტებს უკვე 2 თვეზე მეტია არ იყენებს და ეს მიუთითებს, რომ ზამთრის წინ რაკეტებს ამარაგებს.
Facebook Comments Box