GD Banner
პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი – უკრაინა ამერიკისგან დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ოსტინმა აღნიშნული განცხადება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დიპლომატის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ისეთ იარაღს, როგორებიცაა ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ამერიკელებსა და ადამიანებზე მთელ მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამბედაობამ, ერთგულებამ და მზადყოფნამ, გააკეთო ის, რაც საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა ამერიკას დახმარების ახალი პაკეტისთვის.

„აშშ-ისგან გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ახალი პაკეტი. ამისთვის მადლიერი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია, ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,904,094 ნახვა