ანეგდოტია… მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მზად არის სტუდენტებისთვის სტაჟირება ანაზღაურებადი გახადოს,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარლამენტმა 2 კვირის წინ მიიღო ეს კანონი.
„საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, სტაჟირება 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან სამუშაო გამოცდილებად ითვლება, ხოლო 2 კვირის წინ, მესამე მოსმენით მივიღეთ კანონი, რომლითაც საჯარო სამსახურში სტაჟირება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ანაზღაურებადი ხდება.შემდეგი დაპირება ალბათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის დავალიანების განულება იქნება, ან სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება შეიძლება შემოგვთავაზოს…“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
Facebook Comments Box