GD Banner
Uncategorized

გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილს – მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!

გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა.

ზერეკიძის განცხადებით, სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ შეძლებს შვილებს დაუბრუნდეს, ხოლო მისი პრეზიდენტობის დროს მოკლული მამები ვერასდროს დაუბრუნდებიან შვილებს.

“შენ სამწუხაროდ მხოლოდ 6 წელი გაქვს მოსჯილი და ადრე თუ გვიან დაუბრუნდებათ შენ შვილებს მამა, მაგრამ მე და კიდევ ბევრ ადამიანს ვეღარასოდეს დაგვიბრუნდებიან ჩვენი მამები, იმიტომ რომ შენ ისინი მოკალი!!!” – წერს გიორგი ზერეკიძე Facebook-ზე. ცნობისთვის, 2011 წელს რუს­თა­ვის N 6 დაწე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გიორგი ზერეკიძის მამა, პატი­მა­რი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, სიკვდილის მი­ზე­ზად დე­ნის დარტყმა დასახელდა. ცხედრისთვის ჩატარებული ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექსპერტიზით კი გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, ხოლო დენის კვალი არსად იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,897,737 ნახვა