თუ მოქირავნე ქირას არ გადაიხდის, აღსრულება გამოასახლებს, ეს კი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოხდება. იუსტიციის მინისტრმა კანონში ცვლილებების შეტანა პარლამენტის ტრიბუნიდან დაანონსა.
მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ სხვა გამქირავებელსაც აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.
პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს.
რატი ბრეგაძის ინიციატივა უკვე გახდა განხილვის საგანი. არ არის გამორიცხული, მევახშეებმა ეს იდეა თაღლითობისთვის გამოიყენონ.იურისტების ნაწილმა მინიტრს ურჩია, კანონის დამტკიცებებამდე კონსულტაციები გაიმართოს