„არგენტინელმა ტრამპმა“ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა
სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ულტრამემარჯვენე დეპუტატი-ლიბერტარიანელი ჰავიერ მილეი გახდა. ის ცნობილია თავისი განცხადებებით, რომელიც ეხება არგენტინის ბრიქსში გაწევრიანების განაცხადის უკან გამოხმობას და ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზციას მძიმე ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.ჰავიერ მილერმა თავის მოწინააღმდეგეს, მოქმედ ეკონომიკის მინისტრ სერხიო მასუს მოუგო. მეორე ტურში მან ხმების 55,69% დააგროვა.
პრესაში მას არგენტინელი ტრამპი შეარქვეს.
Facebook Comments Box