GD Banner
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ეუთო-ს პრეზიდენტის პია კაუმას და დელეგაციის ვიზიტზე და ასევე, ჩვენი ქვეყნის რეგიონულ როლზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დროული ვიზიტი არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობების შესასწავლად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი – 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,052 ნახვა