იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ.
„მსურს აღვნიშნო, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რაც საქართველოს წინაშე ათწლეულებია დგას, ჩვენ შევძელით ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია, წარმატებული რეფორმების გატარება და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სამყაროს ღირებულ ნაწილად ვაქციეთ. საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად გასულ წელს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.