GD Banner
უცხოური მედია

ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი „მაიდანი“ მწიფდება, რომელიც რუსეთმა დაგეგმა

​უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი „მაიდანი“ მწიფდება, რომლის მიზანია სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა.

„ქაოსის მოწყობაში“ ზელენსკი რუსეთს ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია. ასევე პარტნიორებმაც შეგვატყობინეს“,-ამტკიცებს უკრაინის პრეზიდენტი.მისი თქმით, გეგმა „მაიდანი 3“ მიმართულია უკრაინის მოსახლეობის დაყოფასა და ქაოსის დათესვისკენ. საბოლოო მიზანი კი, პრეზიდენტის ჩამოგდებაა. 14 ნოემბერს გამოცემა  Online.ua-მ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ფართო დეზინფორმაციულ კამპანიას და ხალხში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გაღვივებას.გამოცემის ცნობით, კიევსა და სხვა ქალაქებში მზადდება აქციები, რომელსაც არ ექნება მშვიდობიანი ხასიათი. ასევე იგეგმება თანამდებობის პირებზე თავდასხმები.რუსეთმა ზელენსკის განცხადება უპასუხოდ დატოვა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა არესტოვიჩმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ ზელენსკის კონფლიქტი აქვს სამხედროებთან. არესტოვიჩმა პრეზიდენტის პოლიტიკას არაეფექტური უწოდა, კონტრშეტევას კი- არშემდგარი. ასევე, არსეტოვიჩმა განაცხადა, რომ კიევი არასწორად იყენებს დასავლეთის დახმარებას. მისივე თქმით, ზელენსკის და უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდალ ზალუჟნის განცხადებები, ფრონტზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთმანეთს ეწინააღმედეგება. კერძოდ, ზალუჟნი ამბობდა, რომ უკრაინაში კონფლიქტი ჩიხში შევიდა და „ღრმა და მშვენიერი გარღვევა, სავარაუდოდ, არ შედგება“. არესტოვიჩის თქმით, ზალუჟნიმ სიმართლე თქვა, ზელენსკი კი, ძველებურად, ხალხის მიმართ ემოციური გზავნილების სტრატეგიას იყენებს, რაც უკვე მოძველებულია. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა