GD Banner
უცხოური მედია

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

მოსამართლე სარა უოლესმა არ გაითვალისწინა ექსპრეზიდენტის ადვოკატების პოზიცია, თითქოს ტრამპის განცხადებები სიტყვის თავისუფლების ფარგლებს არ გასცდენია.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც კრძალავს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას იმ პირების მიერ, რომლებიც „კონსტიტუციის წინააღმდეგ აჯანყებაში იყვნენ ჩართულები“.

მიუხედავად ამისა, სარა უოლესმა მიიჩნია, რომ საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის კანდიდატურის ამოღება დაუშვებელია, ვინაიდან აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება ფედერალური თანამდებობის დაკავების მსურველებზე, მაგრამ არა პირზე, რომელმაც პრეზიდენტიც ფიცი დადო და კვლავ პრეზიდენტად იყრის კენჭს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,885 ნახვა