GD Banner
საზოგადოება

კახა ცაბაძე: ჩვენი მიზანი ერთია – ხელოვანები გავერთიანდეთ

„ქრონიკაში“ IPOA-ს ავტორთა საბჭოს წევრმა, კახა ცაბაძემ ახალ პლატფორმაზე გაერთიანების მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით მათ მიზანი ხელოვანების გაერთიანებაა.

„საზოგადოებაში მრავალი ჭორი დადიოდა საავტორო უფლებებზე. ამიტომ, ჩვენ მიშა რამიშვილის ხელმძღვანელობით შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ასოციაციების წესდებები, მუშაობის სფერო და ჩვენი რეკომენდაცია მიგვეცა საქპატენტისთვის. ჩვენი მიზანია, ეს ყველაფერი ჩვენვე ვაკონტროლოთ. შეიქმნა ავტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, არის გამგეობა, არის საერთო კრება. ჩვენ ვიღაცის შესამოწმებლად კი არ ვიკრიბებით, არამედ შევიკრიბებით იმიტომ, რომ შეცდომა აღარავინ დაუშვას და კოლეგებს შორის გაუგებრობა არ მოხდეს. ჩვენი მიზანი ერთია – ხელოვანები გავერთიანდეთ“, – აღნიშნა კახა ცაბაძემ.

ხელოვანები საერთო პლატფორმაზე ერთიანდებიან და ახალ ასოციაციას IPOA-ს ქმნიან. მასში გაერთიანებული ხელოვანები საქპატენტს ღია წერილით მიმართავენ და აკრედიტაციის მინიჭებას სთხოვენ.

სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, საავტორო უფლებების დაცვის კანონში მიმდინარე წლის 4 ივლისს ცვლილებები შევიდა. რის შემდეგაც, საქპატენტმა გამოაცხადა კონკურსი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. კონკურსი მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული კი მხოლოდ ერთი ასოციაცია იქნება, რომელიც ავტორთა უფლებების დასაცავად ოფიციალური ლიცენზიას მიიღებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა