GD Banner
საზოგადოება

გია ხარჩილავა უკრაინისთვის ახალ ჰუმანიტარულ პაკეტს ამზადებს

„კიდევე ერთი ჰუმანიტარული დახმარება წალენჯიხის მუნიციპალიტეტისგან ომში მყოფ უკრაინას“ – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ  ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, უკრაინის დამეგობრებულ ქალაქ ივოროვიში მცხოვრები 40 ბავშვისთვის, რომელთა მშობლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ, დახმარების ახალი პაკეტი მზადდება. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე გამოქვეყნდა გია ხარჩილავას მიერ შექმნილი „სოლიდარობისა და განვითარების ფონდის” ანგარიში, რომელზეც თანხის დარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – GE74BG0000000533860609.

გია ხარჩილავამ დახმარების ახალ პაკეტში ჩართულობისკენ როგორც წალენჯიხის მერიის თანამშრომლებს, ასევე, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოუწოდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის მერი უკრაინაში ჰუმანიტარული მისიით გამგზავრებას მიმდინარე თვის ბოლოს გეგმავს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა