გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს. გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები. ხელისუფლების ლიდერებს – პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, პარლამენტისა და პარტიის თავმჯდომარეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები და გვაქვს იმედი და მოლოდინი მჭიდრო თანამშრომლობის. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მე მჯერა, რომ შევძლებთ მჭიდრო და საქმიან თანამშრომლობას. იმედი მაქვს, რომ საქმიანი თანამშრომლობის ფორმატი მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავდება პოზიტიური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.