GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: მძინარა ჯოს და დიქტატორ სის სპრავედლივი რამსაობა აშშ-ში

კალიფორნიაში, ჩინეთისა და აშშ-ს ლიდერების შეხვედრას ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში აფასებს.

„მძინარა ჯოს და დიქტატორ სის სპრავედლივი რამსაობა აშშ-ში.

ქურდული გარჩევები ფილოლის სხადნიაკზე.

იარაღის ობშიაკის შევსების სქემები და ნარკოტიკის ბაზრის განაწილების მცდელობა.

სის ბლატავი: – ბიჭო, მორჩი ჩემი საექსპორტო ტავარის კონტროლს. მორჩი მაგ შენ სირულ ცალმხრივ სანქციებს. ნუ ერევი ჩემი კრიშის ქვეშ მყოფი კომპანიების ყომარში. ნუ ცდილობ მათ დაჩმორებას. მე ჩემი გრევი უნდა მივიღო. დაიცავი წითელი ხაზები, იუზგარ!. მორჩი ტაივანში გრევებს და ნუ ბალამუტობ!

მძინარე ჯოს თომარი: – ჩვენ უნდა დავაყენოთ პალაჟენია ჩვენი ქვეყნების. უნდა მოვრჩეთ საჩკაობას ნარკოტრაფიკის სფეროში. უნდა მოვყომარდეთ იმ საკითხებში, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა. ბაზარი, ჩვენ შორის, უნდა გაგრძელდეს სან-ფრანცისკოს სხადნიაკის ფორმატში. სი, იუზგარ, ტაივანის ბოსი არიფია. არჩევნები აქვს 2024-ში და არ გვინდა ხიპიში… არ ჩაერიო.

P.S.

მოკლედ, სხადნიაკი შედგა. ჯოს მანდრაჟი ემჩნეოდა და ცოტას საჩკაობდა… ერთი- ორჯერჯერ წააკიმარა კიდეც…

სი ბლატაობდა და ჟოპასტენკობის მუღამში შედიოდა… მძინარე ჯომ საბოლოო წერტილი დასვა და სის “დიქტატორის ” კლიკუხა შეუნარჩუნა!!! -” მომისმინეთ, ის დიქტატორია. ეს ბიჭი, იმ სასტავის განაბია, რომელიც სრულიად განსხვავდება ჩემი სასტავისგან და სხვა გაგებით, სხვა კანონებით ცხოვრობს!”- თქვა ბოლო სიტყვა ჯომ.

შუხერზე თურთექი იდგა, მისი მხრიდან ისლამურ სახელმწიფოებში პალაჟენიის დაყენების მოლოდინში.

რუსეთი … რუსეთი…

ამაზე მერე… ჯერ ჩამოყალიბდეს ვის აძლევს ატაშოლს, ვის აახვევინებს… ვის დააპაშოლებს… ბეზპრედელშინა- ვაფშე სხვა ფორმატია…

P.P.S.

ასეა დღევანდელი პოლიტიკის და დიპლომატიის საქმე… ნუ, მე ასე ვხედავ, საქართველოს ერთი გოიმი მოქალაქე.

უი, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდება!!!… დიახ,.. როგორც ვაჟა-ფშაველას მთანი მაღალნი. დგანან და ელიან…”გული სტკივათ, ძალიან სტკივათ. მაგრამ არ იხოცებიან, არც ჭლექდებიან. ელიან, ვის? ან რასს?“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,047 ნახვა