კიევმა და ვაშინგტონმა უნდა აუხსნან მსოფლიოს, რატომ არის ამ ომში გამარჯვება ასეთი რთული და რატომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. არაფერია სათაკილო იმის აღიარებაში, რომ უკრაინა ებრძვის მტერს, რომელსაც აქვს უპირატესობა შეიარაღების, ტექნოლოგიებისა და ცოცხალი ძალის მხრივ. საკუთრივ ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეაჩერა 400 000-კაციანი რუსული ჯარის წინსვლა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა, როდესაც საუბარია ამ ჯარის დამარცხებაზე და უკრაინული ტერიტორიიდან განდევნაზე, რამდენად სავარაუდოა მოვლენების ასეთი განვითარება? – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი წერს.
როგორც სტატიის ავტორი სვიტლანა მორენეცი წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონტრიერიშის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მსხვერპლად იქცა.
„როდესაც გაზაფხული დადგა და საომარი მოქმედებების სეზონი დაიწყო, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა გარღვევას ფრონტზე. უკრაინულ ჯარში ფიქრობდნენ, რომ 4 თვეში ისინი მიაღწევდნენ ყირიმამდე, იბრძოლებდნენ ყირიმისთვის და დაიბრუნებდნენ მას, როგორც ეს ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. თუმცა, შემდეგ უკრაინელი სამხედროები აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე დანაღმულ ველებში გაიჭედნენ. 5-თვიანი სისხლიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინამ მხოლოდ ათი მილით (20 კილომეტრით) წაიწია წინ.
შესაბამისად, მოლოდინები იმედგაცრუებაში გადაიზარდა – რაც სახიფათოა პრეზიდენტისთვის, რომლის სტრატეგიაც უკავშირდება ნებისმიერ ფასად ოცნების შენარჩუნებას. ერთია ოპტიმიზმი, მაგრამ მძიმე ფაქტების აღიარებაზე უარის თქმა საკმაოდ სახიფათოა. ზელენსკიმ უნდა უთხრას უკრაინელებს, რომ ფრონტის ხაზზე სამხედროების დეფიციტია და ამიტომ მასობრივი გაწვევა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ როგორ უნდა შეუთავსოს პრეზიდენტმა ეს ოფიციალურ გზავნილს, რომ გამარჯვება უკვე ძალიან ახლოსაა?
შესაბამისად, ახლა უკრაინის ხელისუფლებას ორი არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ გააგრძელონ მცდელობები, ყველა დაარწმუნონ იმაში, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ან დაიწყონ გულწრფელი საუბარი იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება. არაპოპულარულ თემებს გვერდს უვლის არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება, არამედ მისი დასავლელი მოკავშირეებიც – მათ სურთ იხილონ უკრაინელები, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ და არა ისეთი უკრაინელები, რომლებიც ყოველი სანგრისთვის მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ.
კიევმა და ვაშინგტონმა უნდა აუხსნან მსოფლიოს, რატომ არის ამ ომში გამარჯვება ასეთი რთული და რატომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. არაფერია სათაკილო იმის აღიარებაში, რომ უკრაინა ებრძვის მტერს, რომელსაც აქვს უპირატესობა შეიარაღების, ტექნოლოგიებისა და ცოცხალი ძალის მხრივ. საკუთრივ ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეაჩერა 400 000-კაციანი რუსული ჯარის წინსვლა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. თუმცა როდესაც საუბარია ამ ჯარის დამარცხებაზე და უკრაინული ტერიტორიიდან განდევნაზე, რამდენად სავარაუდოა მოვლენების ასეთი განვითარება?“, – აღნიშნულია სტატიაში.