GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-„ნაციონალურ მოძრაობას“ 20 პროცენტი აქვს რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არასერიოზულია

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, დღეს 20 პროცენტი აქვს ამ პარტიას რეიტინგი და კიდევ უფრო ქვევით ჩამოდის, შესაბამისად, მათი მხრიდან პრემიერობის კანდიდატის დასახელება არის აბსოლუტურად არასერიოზული“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის დასახელება იგეგმება“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, რომელმაც სასჯელი უნდა მოიხადოს ბოლომდე.

„სააკაშვილი არის კრიმინალი სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის შესაბამისი დანაშაულისთვის არა პენიტენციურ დაწესებულებაში სამწუხაროდ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში. მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი, ეს არის ჩვენი პოზიცია. სააკაშვილს დაასახელებენ, ხაბეიშვილს თუ კეზერაშვილს, თუ ვინმე სხვას, მათი რეიტინგი ისედაც ქვემოთ ჩამოდის და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვა“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,047 ნახვა