GD Banner
უცხოური მედია

კიევში პუშკინის ძეგლი აიღეს

კიევში რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლი აიღეს. ძეგლის დემონტაჟის ფოტო და ვიდეო ფეისბუქზე კიევის საკრებულოს წევრმა ქსენია სემენოვამ გაავრცელა. კონკრეტულად სად გადაიტანეს ძეგლი, ჯერჯერობით უცნობია.

“კიევში ერთი პუშკინით ნაკლებია. დერუსიფიკაცია გრძელდება”, – აცხადებენ კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროში ძეგლის დემონტაჟზე.
ძეგლის დემონტაჟს გამოეხმაურნენ კიევის საკრებულოს წევრები და გადაწყვეტილება მოიწონეს.

“პუშკინი დასრულდა! მხოლოდ ომის მეორე წლის ბოლოს შეიტყო მინისტრთა კაბინეტმა, რომ პუშკინი არ იყო უკრაინული კულტურის ნაწილი და ოფიციალური პირები დათანხმდნენ კიევის ინიციატივას ამ ძეგლის დემონტაჟის შესახებ. ამისათვის მადლობას გიხდით”, – წერს კიევის საკრებულოს წევრი დმიტრო ბილოცერკოვეცი სოციალურ ქსელში.
2023 წლის აპრილში ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდას. მან აკრძალა საბჭოთა და რუსული სიმბოლოების დამზადება, გავრცელება და საჯარო გამოყენება.

კანონის თანახმად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა საჯარო სივრციდან უნდა ამოიღონ რუსული იმპერიული პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილე პირებისადმი მიძღვნილი ძეგლები, ასევე ქუჩებს, მოედნებს, პარკებს, სკვერებსა და სხვა გეოგრაფიულ ობიექტებს სახელები უნდა გადაერქვათ, თუ ისინი რუსეთის იმპერიული პოლიტიკის სიმბოლოებს შეიცავენ.

10 ნოემბერს მინისტრთა კაბინეტმა პუშკინის ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრიდან ამოიღო.

2023 წლის ივლისიდან კიევში 60-ზე მეტი ძეგლის დემონტაჟი განახორციელეს. თუმცა, პუშკინის ძეგლი დემონტაჟს რამდენჯერმე გადაურჩა და ამის გამო მას არაერთხელ შეასხეს საღებავი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა