GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული.

„ეს იყო პირდაპირ ვიტყვი სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება. ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა