GD Banner
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე მამუკა ხაზარაძეზე: მეხუთე კოლონელი ფულის ტომარა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გროშებად ჰყიდდა და ჰყიდის საქართველოს, ვერ ჩერდება, არ აჩერებს გამჩენი

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის აცხადებს: “ნამდვილად არ მინდა ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესზე და ეროვნულ ინტერესზე, იქ ყველა მეთოდი მისასალმებელია იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ჩვენს მომავალზე.”

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ხაზარაძე, რომელმაც ეროვნული მოძრაობის დარბევაში, ანაკლიის პორტის აშენების შეჩერებაში და სააკაშვილის მიერ სხვისი ქონების მითვისებაში მიიღო მონაწილეობა, ახლა ცდილობს, სანქციები ბიძინა ივანიშვილს დაუწესდეს.

“ნახეთ ეს ხანდაზმული თაღლითი, მევახშე, წურბელა, კაჟაია ბულავას მემკვიდრე, ეროვნული მოძრაობის დამრბევი, ანაკლიის პორტის აშენების ჩამგდები, ასობით მოქალაქის საკუთარი ბინებიდან გამომგდები, მიჰას მიერ სხვისი ქონების მითვისებისათვის ბრწყინვალების ორდენით მკერდამშვენებული, 1990-იანებში ხალხის ცრემლისა და ტანჯვის ხარჯზე გამდიდრებულ-გაბიზნესებული, რა გონორით ლაპარაკობს! ახლა როგორ აღმა-დაღმა დაწანწალებს და საქართველოს უერთგულესი სიკეთის მკეთებელი ადამიანის დასანქცირებას, როგორ ითხოვს! მოკლედ მეხუთე კოლონელი ფულის ტომარა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გროშებად ჰყიდდა და ჰყიდის საქართველოს! ვერ ჩერდება, არ აჩერებს გამჩენი! ასეთების ფეხქვეშ ქართული მიწა იწვის! და კიდევაც უნდა დაიწვეს!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,048 ნახვა